დელმარის გუნდი
DelMare რესტორანში ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გვყავს საუკეთესო მზარეულები და კონდიტერები, რომლებიც ქმნიან კულინარიულ შედევრებს მხოლოდ უახლესი ინგრედიენტების გამოყენებით.

ჩვენი ნიჭიერი პროფესიონალების გუნდი ცდილობს მოგაწოდოთ განსაკუთრებული გასტრონომიული გამოცდილება, რომელიც დაგიტოვებთ მეტის სურვილს.

ფერმის პროდუქტებიდან დაწყებული ადგილობრივი ზღვის პროდუქტებით დამთავრებული, ყველა კერძი მზადდება მონდომებითა და გამოცდილებით.
გაიცანით ჩვენი არაჩვეულებრივი შეფ-მზარეული ნელი ჩიმაკაძე. ნელიმ სამზარეულოში პროფესიონალურად ფუსფუსი 16 წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ დღემდე, ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო გამოცდილება დააგროვა. მან ერთნაირად კარგად იცის ევროპული და ქართული სამზარეულოები, თუმცა, ფიქრობს, რომ გასტრონომიაში მნიშვნელოვანია იმპროვიზაციები და ფანტაზიის უნარი, რაც მრავალწლიან გამოცდილებასა და საკუთარი საქმის სიყვარულს მოაქვს.

კერძების მომზადებასთან ერთად, ქალბატონ ნელის უყვარს საკუთარ პერსონალზე ზრუნვა, განწყობის შექმნა და მის ირგვლივ პოზიტიური ენერგეტიკის დატრიალება. ის არასოდეს იშურებს საკუთარი ცოდნის გაზიარებას უმცროსი თაობისთვის და ყველას არწმუნებს, რომ ადამიანს შეუძლია წარმატების მიღწევა, თუკი მას ეს გულით სურს.

სწორედ ასეთი დადებითი ენერგეტიკებისა და უდიდესი გამოცდილებების ფონზე, ნელის მომზადებული კერძებიც გამორჩეულ მოწონებას იმსახურებს ყველგან და ყოველთვის. თქვენ კი აუცილებლად უნდა გვეწვიოთ, რომ თავად დარწმუნდეთ ამაში!
ნელი ჩიმაკაძე, შეფ-მზარეული
ვიკა დარახველიძე დელმარეს შეფ კონდიტერი... 14 წლის წინ გადავწყვიტე საკონდიტრო სფერო შემესწავლა პროფესიულ სასწავლებელში.. იმ დროისთვის ჩვენი სფერო არც ისეთი მოთხოვნადი და პოპულარული იყო როგორც ახლა და ამიტომ ვიფიქრე ოჯახში მაინც გამომეყენებინა ცოდნა. 2 წლიანი კურსის შემდეგ 2011 წელს, დაემთხვა პიაცის გრანდიოზული გახსნა,რომლის დროსაც ჩაგვიტარეს ტრეინინგები და შემარჩიეს თანამშრომლად. იმ დღიდან სხვანაირად დავაფასე და შევიყვარე ეს საქმე.. მქონდა ბედნიერება მემუშავა ცნობილ შეფთან Sergey Efimov_თან ,რომლის დროსაც საბოლოოდ გადავწყვიტე სერიოზულად მომეკიდა ხელი ამ საქმისთვის. იმის შემდეგ იყო ბევრი ობიექტი, სადაც ეტაპობრივად მოხდა ჩემი განვითარება. სამზარეულო ეს ის ადგილია, სადაც დროის შეგრძნება არ მაქვსს და შემიძლია დაუღალავად ვიშრომო. უდიდეს სიამოვნებას ვგრძნობ თითოეული დეტალის მომზადებისას და ამაყი ვარ როცა მაქსიმალურ შედეგზე გავდივარ. მიყვარს ექსპერიმენტები და სიახლეები.
ეს ის გუნდია სადაც თავისუფალად და მოტივივირებულად შემიძლია ვაკეთო ჩემი საქმე. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს გუნდს და რესტორან დელმარეს.
ვიკა დარახველიძე, საკონდიტრო მზარეული
ბესო კახიძე რესტორან დელმარეს სამზარეულოს-სუ -შეფი.
hiltop chocolates დამფუძნებელი 2014 წელს მიიღო პროფესიული კულინარიული განათლება. ამავე წლიდან ჩაება სარესტორნო სფეროში და დღემდე მუშაობს ამ კუთხით.
“შრომა და თავდადება აუცილებელია ჩვენს სფეროში.ამის გარეშე არაფერი გამოვა. მაგრამ, ცხადია, ნიჭიც უნდა გქონდეს, შემოქმედებითი აზროვნება და, რაც მთავარია, ეს საქმე უნდა გიყვარდეს. მე ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლებოდა მეკეთებინა, ამის გარდა.
ყველა მზარეულის ოცნებაა, რომ თავისი რესტორანი ჰქონდეს და ჩემი მიზანიც სწორედ ესაა. წარმატება მინდა ვუსურვო ჩემს გუნდს და რესტორან Delmare-ს
ბესო კახიძე, სუ-შეფი
ქეთი 2013 წლიდან შემთხვევით მოხვდა ამ სფეროში,სადაც დამკვიდრებაში და განვითარებაში ამ კუთხით დაეხმარა ნელი ჩიმაქაძე.წლების განმავლობაში არაერთ ობიექტზე უმუშავია საკონდიტროს -სცხობის კუთხით.

“- ეს ის ზონაა ,სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ,მიყვარს ჩემი საქმე და სულ ახლის ძიებაში ვარ . ვფიქრობ ცოტა დამიგვიანდა ამ სფეროში მოხვედრა(ასაკს ვგულისხმობ) ,მაგრამ ვაპირებ სამომავლოდ სხვადასხვა მასტერკლასებზე დასწრებას,რადგან ჩვენს პროფესიაში სწავლის პროცესი უწყვეტია. ჩემი ოცნებაა გამოვსცე კრებული წლების განმავლობაში გამოცდილი და დაგროვებული რეცეპტების”.
ქეთი დიასამიძე, სუ-შეფი
თენგო გოგრაჭაძე. 2015 წელს მიიღო პროფესიული კულონარიულო განათლება და ამავე წლიდან არაერთ ობიექტზე იმუშავა და დღეს უკვე რესტორან DelMares-ს მზარეულთა გუნდის წევრია. ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. მაგრამ , მოსწონს პოზიტივზე საუბარი.

“-ეს ისეთი სფეროა, რომ თქვა - აი, უკვე ყველაფერი ვისწავლე და სწავლა დავასრულე - გამორიცხულია. ერთი და იმავე ინგრედიენტით ბევრნაირი კერძი შეიძლება შექმნა. ეს რომ შეძლოს ადამიანმა, სწორედ ამისთვის არსებობს ახალი ტექნიკა და ტექნოლოგიები.

- ქართულ კულინარიას აქვს განახლების ამოუწურავი რესურსი და წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს გუნდს და რესტორანს ამ კუთხით.
თენგო გოგრაჭაძე, დემი-მზარეული
დაჯავშნე მაგიდა
ჩვენი მისამართი: ლეხ და მარია კაჩინსკი 5ა
სასტუმრო გარანდერი 5*, მე-15 სართული
კონტაქტები
მისამართი
ჩვენი მისამართი: ლეხ და მარია კაჩინსკი 5ა სასტუმრო გარანდერი 5*, მე-15 სართული
საათები
ორშაბათი - სამშაბათი და კვირა
12.00-23.00

პარასკევი - შაბათი
12.00-02.00
ჩვენი მისამართი: ლეხ და მარია კაჩინსკი 5ა სასტუმრო გარანდერი 5*, მე-15 სართული | +995 577 272 555
© 2023 დელმარე.ყველა უფლება დაცულია