დელმარის შესახებ
სასტუმრო გრანდერის 5*-ის მე-15 სართულზე, იქ, სადაც ცის ჰორიზონტი ზღვას ხვდება და შთამბეჭდავი ხედები იშლება შავი ზღვის სანაპიროსა და ბათუმის ახალ ბულვარზე, რესტორანმა დელმარემ, თვეზე მეტია, დაიდო ბინა.

რესტორნის კონცეფცია თბილისში მოქმედმა სააგენტო “გასტრონავტმა” შექმნა, რომლის საქმიანობა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში საკონსულტაციო და კრეატიულ მიმართულებებს აერთიანებს. მათი ყველა პროექტი კი, ხარისხისა და კრეატიულობის მაღალი სტანდარტით ხასიათდება.
კონცეფციაზე მუშაობისას, “გასტრონავტის” გუნდის მთავარი შთაგონება ფრანგული რივიერის, ლაჟვარდოვანი სანაპიროს (Côte d’Azur) ესთეტიკა იყო - თეთრი, ნათელი, მყუდრო რესტორნებით, განტვირთვის ატმოსფეროს რომ ქმნიან.

გუნდმა აღმოაჩინა, რომ დელმარე ის პირველი და შესაბამისი ადგილი იყო ბათუმში, სადაც მსგავსი კონცეფციის განხორციელებასა და განვითარებას საინტერესო პერსპექტივა ჰქონდა, რადგან რესტორნის ორი ფართო ტერასა, - პანორამული ხედებით ზღვასა და ქალაქზე, პეიზაჟებით ტკბობის საუკეთესო შესაძლობლობას ქმნის სადილზე თუ ვახშმობისას.
მენიუ
დელმარეს გასტრონომიული კონცეფცია თანამედროვე ქართული და ევროპული სამზარეულოს ნაზავს ეფუძნება, მულტიკულუტრული ელემენტებით, სადაც მსოფლიო საკურორტო გასტროსივრცეების ტენდენციები მრავლად არის გათვალისწინებული.
სწორედ ამ მრავალფეროვნების გამო, რესტორნის მენიუ ყველა გემოვნების ადამიანის სურვილს პასუხობს, თავისი დახვეწილობით, სისადავითა და მინიმალიზმით.
პარასკევს საღამოობით
პარასკევს საღამოობით, ჩვენს დარბაზში ვახშმად მოსულ სტუმრებს, შეუძლიათ დატკბენ ცოცხალი მუსიკის მომაჯადოვებელი ჰანგებით ქალაქის პანორამული და ზღვის ხედების ფონზე.
პარასკევს საღამოობით
პარასკევს საღამოობით, ჩვენს დარბაზში ვახშმად მოსულ სტუმრებს, შეუძლიათ დატკბენ ცოცხალი მუსიკის მომაჯადოვებელი ჰანგებით ქალაქის პანორამული და ზღვის ხედების ფონზე.
შაბათის ღამეებს
შაბათის ღამეებს გაუძღვება ჩვენი ნიჭიერი DJ,რომელიც ენერგიულ ატმოსფეროს ქმნის მათთვის ვისაც ცოცხალი სიმღერით და გემრიელი კერძებით სურს განტვირთვა.
შაბათის ღამეებს
შაბათის ღამეებს გაუძღვება ჩვენი ნიჭიერი DJ,რომელიც ენერგიულ ატმოსფეროს ქმნის მათთვის ვისაც ცოცხალი სიმღერით და გემრიელი კერძებით სურს განტვირთვა.
ჩვენი კონცეფცია
“გასტრონავტი” თბილისში დაფუძნებული სააგენტოა,რომელიც სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში საკონსულტაციო და კრეატიულ მიმართულებებს აერთიანებს.

გასტრონავტის კრეტიულმა ჯგუფმა,ჩამოაყალიბა ახალი კონცეფციის რესტორანი კომპლექს «White Sails»-სში,5 ვარსკვლავიან სასტუმრო გრანდერში.

მე-15 სართულის პანორამული ხედი, რომელიც გადაჰყურებს ულამაზეს ახალ ბულვარს და შავი ზღვის სანაპიროს, გახდა კონცეფციის მთავარი ინსპირაცია.
„როდესაც პირველად შევედით ცარიელ სივრცეში, გასაგები იყო, როგორი უნდა ყოფილიყო ეს რესტორანი: ზღვისპირა სამზარეულო, ყველა დროის საყვარელი კერძები (ქართული გასტრონომიის საუკეთესო, ევროპული და საერთაშორისო გასტრონომიის შედევრებთან შესანიშნავად შერწყმული) დასვენების დროს. თევზის მრავალფეროვანი კერძები და ახლად დაჭერილი შავი ზღვის პროდუქტები,გამაგრილებელი თეთრი ღვინოების ფართო არჩევანი, პროსეკო და განსაკუთრებული მიქსოლოგია - კლასიკური და კონცეპტუალური კოქტეილების ნაზავი.

კონცეფციის შექმნისას ჩვენ სრულიად შთაგონებული ვიყავით კოტ დ'აზურის ულამაზესი, თეთრი, ნათელი, მყუდრო და დასასვენებელი რესტორნებით და გადავწყვიტეთ, რომ DelMare არის პირველი და სწორედ ის ადგილი ბათუმში,სადაც საფუძველი ჩაეყრება ასეთი კონცეფციის განავითარებას და გაცოცხლებას.
დაჯავშნე მაგიდა
ჩვენი მისამართი: ლეხ და მარია კაჩინსკი 5ა
სასტუმრო გარანდერი 5*, მე-15 სართული
კონტაქტები
მისამართი
ჩვენი მისამართი: ლეხ და მარია კაჩინსკი 5ა სასტუმრო გარანდერი 5*, მე-15 სართული
საათები
ორშაბათი - სამშაბათი და კვირა
12.00-23.00

პარასკევი - შაბათი
12.00-02.00
ჩვენი მისამართი: ლეხ და მარია კაჩინსკი 5ა სასტუმრო გარანდერი 5*, მე-15 სართული | +995 577 272 555
© 2023 დელმარე.ყველა უფლება დაცულია